Accentnews.ge
რომელი ქვეყნებიდან გეგმავს საქართველო ტურისტების მიღებას

რომელი ქვეყნებიდან გეგმავს საქართველო ტურისტების მიღებას

10/06/2020 08:20:17 ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამჟამად საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს.

„სამუშაო დონეზე ყველაფერი მზად გვაქვს. საქართველო მზადა, მიიღოს ტურისტები, ოღონდ რა თქმა უნდა, მწვანე რეგიონებიდან, როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ „კოვიდისგან“ სუფთა ქვეყანა, იმიტომ, რომ ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, მისი გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები და პირველ რიგში, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უკიდურესად გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. კარგი მაგალითია ის გზა, რაც გავიარეთ ისრაელთან. ყველაფერი მზადაა ხელმოსაწერად, თუმცა ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რაც გართულდა ისრაელთან, რა თქმა უნდა, დავსხედით და ვთქვით რომ ეს უნდა გადავდოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აანონსებს. როგორც დაანონსებული იყო, საქართველო პირველი ტურისტების მიღებას ისრაელიდან გეგმავდა, თუმცა ისრაელში ეპიდვიტარების გაუარესების გამო, გადაიდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S