Accentnews.ge
კორონავირუსი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 19 თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 19 თანამშრომელს დაუდასტურდა

10/06/2020 12:55:20 კავკასია

კორონავირუსული ინფექცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 19 თანამშრომელს დაუდასტურდა, - განაცხადა დღეს ქვეყნის ტერიტორიული სამედიცინო ქვედანაყოფების მართვის სამმართველოს თავმჯდომარემ რამინ ბაირამლიმ.მისივე ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა სხვა რიგი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებსაც, მათ შორის – მისი სამმართველოს 14 მუშაკს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელს.

«ბოლო სამი კვირის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. ამასთან, ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რიცხვს აჭარბებს», - აღნიშნა ბაირამლიმ.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა აზერბაიჯანში 8191-ს შეადგენს, მათგან 4606 გამოჯანმრთელდა, 98 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S