Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა, 16 წლის წინ გაუჩინარებულ დაღესტნელებს ეკუთვნოდეთ

ცხინვალის რეგიონში აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა, 16 წლის წინ გაუჩინარებულ დაღესტნელებს ეკუთვნოდეთ

10/06/2020 13:08:54 კონფლიქტები, სამართალი

ოკუპირებული ცხინვალის სიახლოვეს აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა, 16 წლის წინ გაუჩინარებულ დაღესტნელებს ეკუთვნოდეთ, - იუწყება «Кавказ.Реалии».

სატვირთო მანქანების დაღესტნელი მძღოლები 2004 წელს, პროდუქტების გადამზიდავ ფურებზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდნენ.

“მაშინ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის სტატუსით ორი ადგილობრივი დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის მოტივით ისინი მალევე გაათავისუფლეს», - განუცხადა გამოცემას წყარომ ოსურ მილიციაში.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სამი ადამიანის ნეშტებს შემთხვევით მიაკვლიეს. ჩატარდა ექსჰუმაცია. ტანსაცმლის ფრაგმენტებზე დაყრდნობით სამართალდამცველებმა გამოთქვეს ვერსია, რომ ორი ნეშტი შესაძლოა, დაღესტნის მაცხოვრებლებს ეკუთვნოდეთ, ერთი - ადგილობრივს. გაუჩინარების მომენტისთვის დაღუპულები 44, 34 და 20 წლის ასაკისანი იყვნენ.

ნეშტები დნმ-ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

როგორც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განაცხადა, ძირითადი დასკვნების გაკეთება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი, თუმცა წინასწარი დათვალიერების შედეგად უკვე აღმოჩენილია ძალადობის კვალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S