Accentnews.ge
მოვაჭრეები 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ბაზრის დირექტორისგან ცნობას ითხოვენ

მოვაჭრეები 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ბაზრის დირექტორისგან ცნობას ითხოვენ

10/06/2020 13:41:18 საზოგადოება

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან დასაქმების დამადასტურებელი ცნობის გაცემას მოითხოვენ. ცნობა მათ სახელმწიფოსგან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ.

"აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს, პანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის დროს ეხმარება ისეთ თვითდასაქმებულებს, რომლებიც დასაქმების შესახებ რაიმე სახის ცნობას წარადგენენ. რიგ შემთხვევებში, იმის გამო, რომ ბაზრების მფლობელები დასაქმებულებს ცნობას არ აძლევენ, თვითონ კი ინდმეწარმეებად არ არიან რეგისტრირებულები, დახმარების გარეშე რჩებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S