Accentnews.ge
დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

10/06/2020 14:27:01 საზოგადოება, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

„სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და თვითდასაქმების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S