
"ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს"
10/06/2020 16:08:34 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს".
"ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საკუთარ ადგილს ქართული საზოგადოება ოქტომბერში მიუჩენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტტო უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში ირაკლი კობახიძის ყოფნა, ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ“.