
ბიბილოვი მოსკოვში ვიზიტის გამო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
10/06/2020 16:26:50 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და თათბირებს ონლაინ-რეჟიმში ჯავის რეზიდენციიდან გამართავს, – იუწყება სააგენტო «Рес» დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მიზეზად მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა სახელდება.
ამასთან, როგორც პრეს-სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ბიბილოვი სავალდებულო 2-კვირიან კარანტინს გაივლის.
- “გამარჯვების აღლუმი” მოსკოვში 24 ივნისისთვისაა დაგეგმილი. იმავე დღეს სამხედრო აღლუმის გამართვა ცხინვალშიც იგეგმება.