
კობახიძე "ოცნების" საარჩევნო სიაზე: "მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება, გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი"
10/06/2020 17:55:50 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი ობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიაში შესაძლოა, ექს–პრემიერი მამუკა ბახტძეც იყოს, თუ ამ უკანასკნელს ამის "ინტერესი ექნება".
"მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა, თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება, გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა" , - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ასე შემდეგი პასუხი გასცა: "ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ".