Accentnews.ge
ოქრუაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში არ იყრის კენჭს არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში

ოქრუაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში არ იყრის კენჭს არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში

10/06/2020 19:13:12 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი კანდიდატურის დაყენება ოპოზიციის ერთიანობას რაიმე ბზარს გაუჩენს, იგი საერთოდ არ იყრის კენჭს არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში.

„თბილისთან მიმართებაში უარს ვამბობ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრაზე. სხვაგანაც თუკი ამის აუცილებლობა დადგება, რომ ერთობას არ გაუჩნდეს რაიმე ბზარი ან რისკები, იქაც ბუნებრივია ვხსნი ამ საკითხს. ჩვენი საზოგადოება ჩვენგან ითხოვს ერთობას თბილისთან მიმართებაში უპირობოდ და რამდენიმე მსხვილ ქალაქთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ისეთ ოლქებზე, როგორიც არის საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და სიღნაღი, აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით შეიძლება ბევრმა პარტიამ დააყენოს ყველა ამ ქალაქში კანდიდატი, წაიღოს ამ კანდიდატის მეშვეობით თავისი პროპორციული ხმები და ვინც მეორე ტურში გავა მას დავუჭიროთ მერე ერთად ყველამ მხარი. უზრუნველყოთ იმას, რომ აღარ იყოს ერთგვარი საბნის გადაქაჩვა ერთისაკენ, რომლითაც საეჭვოს გავხდით პარტიული ხმების დათმობის საკითხს. თავიდანვე ყველას ვუთხარი, რომ თუ ჩვენ ერთმანეთთან ვიჭიდავეთ ამ 2%-ის ერთმანეთისკენ გაქაჩვის თემაზე, მაშინ ერთობა საფრთხის ქვეშ დადგება და გაცილებით მეტს დავკარგავთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S