Accentnews.ge
"ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს, ვიმედოვნებთ, მას სწრაფად გავაჩერებთ"

"ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს, ვიმედოვნებთ, მას სწრაფად გავაჩერებთ"

11/06/2020 05:49:38 საზოგადოება

"ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერ–ჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში Covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გუშინ საღამოს გამოვლინდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 827–ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S