Accentnews.ge
"არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები!"

"არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები!"

11/06/2020 06:19:15 საშინაო პოლიტიკა

"არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის, ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე", – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"საქართველოში ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა. ერთადერთი, რაც იზრდება საქართველოდან ეს არის ოქროს ექსპორტი, ივანიშვილის ბიზნესი. ვერაფრით ვერ დამთავრდა და ამ მანიაკის ნამდვილი ავადმყოფური ღორობა. ამას ყველაფერს ჩვენ შევყურებთ და ვიღებთ, გეგონება ასე უნდა იყოს. ამ ფონზე მთავრობამ გამოაცხადა, რომ იღებს ვალს 8 მილიარდის ოდენობით. ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის რაოდენობა შემცირდა თითქმის ორჯერ და ამათ რამდენჯერმე გაზარდეს და ახლა ზრდიან კატასტროფულად. [...] როცა ამათ[მოქმედი მთავრობა] მოვიცილებთ, ეს ვალი ჩვენი გასასტუმრებელი იქნება. [...]

მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S