Accentnews.ge
"თუ ოპოზიციისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე "ჟორიკა" არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო"

"თუ ოპოზიციისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე "ჟორიკა" არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო"

11/06/2020 09:18:17 საშინაო პოლიტიკა

"უცნაურია, რომ ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და Facebook-ზე დადებული ჰქონდა. უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე.

თეა წულუკიანის თქმით, "ოპოზიცია ამერიკელი ლობისტების დახმარებით ცდილობს, 2012 წლის რიტორიკას დაუბრუნდეს და „ქართული ოცნება“ პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულოს".

"მე ვნახე კვლევა. უცნაურია, რომ ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ სააკაშვილს უკვე ნანახი და "ფეისბუქზე" დადებული ჰქონდა, უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში. ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესში, ქართული ოცნება, ვგულისხმობ ასე 2010-2011 წლები მახსენდება და მაქვს "დეჟავუ“. რას გულისხმობს ეს? ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი კვლევები, ბრჭყალებში ანგარიშები, სადაც ეწერა რომ ქართული ოცნება არის პუტინის აგენტი. ბიძინა ივანიშვილი იმისთვის რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს. იყო ასეთი სასიქადულო პოლიტიკოსი ევროპაში, ვინმე მარტენსი, რომელიც ამაყად ამბობდა, რომ ქართული ოცნება პუტინის დავალებით არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს. მე პირადად ეს გამახსენდა, როცა სააკაშვილმა ეს ,,კვლევა“ გამოაქვეყნა. ამავე კვლევაში არის , თუკი სერიოზულად კვლევას დავარქმევთ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მიგნებები და წერია, რომ ქართული ოცნების პირობებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის უმაღლეს ნიშნულზე. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები იწვევს რა თქმა უნდა ირონიას და ამიტომ ირონიულად ვსაუბრობ. ასევე მახსენდება, როდესაც მე ბიძინა ივანიშვილს ვახლდი ერთერთ მივლინებაში, სტრასბურგში, მაშინ ის ახლად დანიშნული, ახალარჩეული პრემიერი იყო და მას კითხეს სწორედ ასეთი ,,ანგარიშის“ ავტორებმა, ოღონდ ევროპელებმა, რომ რატომ წაართვი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იმედი თავის მესაკუთრესო. როდესაც ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, რომ იმედი კი არ წავართვით, ჩამოვართვით იმას, ვისაც მიტაცებული ჰქონდა და დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, რაც "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში უკვე წლების შემდეგ თავად სტრასბურგის სასამართლოს ძალით ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დღეს "რუსთავი 2" ეკუთვნის იმას, ვისაც წაართვეს წინა ხელისუფლების დროს, ევროპელებში გარკვეული დაბნეულობა იყო. ჩემთვის დასკვნა არის მარტივი - ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ, მათ ქვეყნის შიგნით რესურსი ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ "ქართული ოცნება", ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით მაცივრებს და ტელევიზორებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი და ახლა ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი სასაცილო და არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი , ამას უკვე სრული სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, არის ჯერჯერობით ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე "ჟორიკა" არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო", – განაცხადა წულუკიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S