Accentnews.ge
ახალშობილი ბენზინგასამართ სადგურთან მიატოვეს

ახალშობილი ბენზინგასამართ სადგურთან მიატოვეს

11/06/2020 09:40:53 სამართალი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

მოქალაქეებმა სამართალდამცველები გამოიძახეს, სამართალდამცველებმა კი ახალშობილი კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის შეფასებით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S