Accentnews.ge
ანქვაბი: “რუსეთთან საზღვარი დახურული უნდა დარჩეს, ხოლო აფხაზეთის შიგნით შეზღუდვებს შევამსუბუქებთ”

ანქვაბი: “რუსეთთან საზღვარი დახურული უნდა დარჩეს, ხოლო აფხაზეთის შიგნით შეზღუდვებს შევამსუბუქებთ”

11/06/2020 11:14:05 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას ჯერ არ გეგმავს.“რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი დახურული უნდა დარჩეს, ხოლო აფხაზეთის შიგნით შეზღუდვებს შევამსუბუქებთ” – განაცხადა დღეს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა.

მისივე მონაცემებით, პანდემიამდე დე ფაქტო საზღვარს დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 130-180 ადამიანი კვეთდა.

“ახლა რომ საზღვარი გავხსნათ, ჩვენთან რესპუბლიკაში შემომავალ პირთა რაოდენობა რამდენჯერმე გაიზრდება. არსებულ ვითარებაში ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი რეგსტრირებული კერა აღარაა და დღემდე გამოვლენილი ყველა შემთხვევა უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან იყო შემოტანილი” – განმარტა დე ფაქტო პრემიერმა ოპერატიული შტაბის მორიგ თათბირზე.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, აფხაზეთში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 36 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 27 პაციენტი განიკურნა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S