ლარი მცირედით გამყარდა
11/06/2020 12:54:57 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0387 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4577 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8570 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4470 ლარი.
11 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0393 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4551 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8766 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4476 ლარი.


