Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11/06/2020 13:03:05 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები, უკვე ტრადიციულად, რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან, - იუწყება სააგენტო «Рес».

როგორც “იუგოსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის მოადგილემ ანა გაგლოევამ განმარტა, პაციენტებს კლინიკური გამოვლინებები აღენიშნებოდათ და მე-10 დღეს ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

მისივე ინფორმაციით, სულ ოკუპირებულ რეგიონში დღემდე კოვიდ-ინფიცირების 68 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 268 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S