Accentnews.ge
ტურისტებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება

ტურისტებისთვის დაზღვევა სავალდებულო ხდება

11/06/2020 13:46:48 ეკონომიკა

კერძო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ,– ამის შესახებ კომპანია Global Benefits Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ განაცხადა.

მისი თმით, საზღვრების გახსნის შემდეგ სადაზღვევო პოლისის ქონა ყველა ტურისტისთვის სავალდებულო იქნება.

„შემომავალი ტურისტების დაზღვევამ Covid19-თან დაკავშირებული შესაძლო ხარჯებიც უნდა დაფაროს. საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. სექტორი ერთხმად უჭერს მხარს ინიციატივას“ - განაცხადა ნინო კობახიძემ „ბიზნეს ფორმულასთან".

ინიციატივის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S