Accentnews.ge
სხვიტარიძე : "მაღაზიებთან კონტრაქტების გაწყვეტა მოგვიწევს"

სხვიტარიძე : "მაღაზიებთან კონტრაქტების გაწყვეტა მოგვიწევს"

11/06/2020 15:54:02 ეკონომიკა

British American Tobacco-ს კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, თამბაქოს სექტორს არ აქვს რესურსი, რეგულირების შესაბამისად იმოქმედოს და დარგში დაახლოებით, 20 მლნ დოლარი ჩადოს.

„2021 წლიდან 1 იანვრიდან ძალაში შემოდის ისეთი რეგულაცია, რომელიც პირდაპირ ურტყამს არამარტო ჩვენს ბიზნესს, არამედ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ანუ მაღაზიებს. საუბარია იმაზე, რომ თამბაქოს პროდუქტი გაყიდვაში ხილულად არ უნდა იყოს. დღეს გარედან არ უნდა ჩანდეს და პირველი იანვრიდან შიგნიდანაც არ უნდა ჩანდეს. ამ და კოვიდ სიტუაციის გამო თამბაქოს ინდუსტრიას არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ახალი თაროები შევუკვეთოთ. ამის დამზადება საქართველოში არ არის შესაძლებელი და ამ დროში შეუძლებელია მათი დამზადება. თითო თარო ძალიან ძვირი, დაახლოებით, 2 000 დოლარი ღირს, დაახლოებით მთლიანი ინდუსტრიის მასშტაბით – 20 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი.

საქართველოში არც ერთი საერთაშორისო კომპანია ამას არ გააკეთებს, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს კონტრაქტების გაწყვეტა მაღაზიებთან და ის შემოსავლის წყარო, რაც მცირე და საშუალო მაღაზიას აქვს, ინდუსტრიის მხრიდან დაწყებული 2 000 ლარიდან 200-300-400 ათასამდეც კი აღარ ექნებათ“, - განმარტა ზვიად სხვიტარიძემ „საქმის კურსის“ ეთერში.

ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესრულებული თამბაქოს ინდუსტრიის მოთხოვნები, ეკონომიკა დიდ თანხებს დაკარგავს და ქვეყანაში რეგულირების გამკაცრებით არამიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეიქმნება.

„რომ განვაზოგადოთ, აქ საუბარია იმაზე, რომ რეგულაციები დამღუპველია ინვესტიციებისთვის. FDI რომ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ან დერეგულირება, ან რეგულაციების საერთოდ მოცილება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ ეს 4 წელი, რაზეც გვაქვს საუბარი, რეგულაციების აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შემოტანაა. პირველი მაჩვენებელი ევროგაერთიანების ჭრილში და მსოფლიო მასშტაბით არის ის, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე უნდა აიწიოს და სანამ 10 000 დოლარს არ მიაღწევს. ახლა არის 4 000 დოლარი, მანამდე ამ პრობლემას, რასაც ჰქვია თამბაქოზე დამოკიდებულება, არაფერი არ ეშველება“, - განმარტავს სხვიტარიძე.

ამასთან, მისი თქმით, თამბაქოს ინდუსტრიაში 2016 წლიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რაც პროდუქციის ხილვადობის შეზღუდვას გულისმობდა, მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების კუთხით შედეგი არ მოიტანა, პირიქით, მწეველთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო აკრძალვები პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანთა ინტერესს ზრდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S