Accentnews.ge
ცხივალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 72-ს მიაღწია

ცხივალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 72-ს მიაღწია

12/06/2020 10:15:41 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 72-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა 4 ახალი შემთხვევა.

“იუგოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ ორ კურსანტს, ასევე მძღოლსა და კიდევ ერთ რუს სამხედროს.

მისივე ინფორმაციით, სულ დღე-ღამის განმავლობაში 103 ტესტირება ჩატარდა (ეპიდემიის დაწყების დროიდან - სულ 1940) და ოთხ შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

ამასთან, ორი ადამიანი – რუსეთიდან დაბრუნებული კიდევ ერთი კურსანტი და ერთი რუსი სამხედრო, რომელთაც კოვიდ-ინფექცია ადრე ჰქონდათ გამოვლენილი, გამოჯანმრთელდნენ და კლინიკიდან გაეწერნენ.

  • ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს დადასტურდა. სულ ამ პერიოდის განმავლობაში 72 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 36 პაციენტი კლინიკებიდან უკვე გაეწერა.
  • ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად იმყოფება 36 პაციენტი, სულ კი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება 269 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S