Accentnews.ge
ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

12/06/2020 10:11:30 სამართალი

თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ჩინეთის 40 წლამდე მოქალაქეა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

როგორც ირკვევა, მოქალაქე ბინაში მარტო არ იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინა საქართველოს მოქალაქისგან ჰქონდათ ნაქირავები. ბინის მესაკუთრე ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S