Accentnews.ge
მამუკა ბახტაძე: "საქართველოს მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება"

მამუკა ბახტაძე: "საქართველოს მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება"

15/06/2019 19:21:55 ციტატა

“საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და კრემლიდან არ განისაზღვრება მისი მომავალი. ჩვენმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ სამი მიმართულებით ჩვენ ვართ წარმატებულები. საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის სტაბილურ და მდგრად განვითარებას”

განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "იმედის" ეთერში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S