Accentnews.ge
არასამთავრობოებმა ონის კასკადის მშენებლობის უფლების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართეს

არასამთავრობოებმა ონის კასკადის მშენებლობის უფლების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართეს

12/06/2020 11:35:06 სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თბილისის საქალაქო სასამართლოს "ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის" მშენებლობის უფლების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

"ჰესის მშენებელმა კომპანიამ – სს "ონის კასკადმა", არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე", - ვკითხულობთ "მწვანე ალტერნატივას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სს "ონის კასკადს" მშენებლობის უფლება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 მარტის ბრძანებით აქვს მიღებული. კომპანია 206 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S