
„სამხედროების 90% აპოლიტიკურია, ხოლო ვინც აგაჟირებულია, სათანადო ადგილს მივუჩენთ“
12/06/2020 12:41:38 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქართულ ჯარში არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას არ დაუშვებს.
„ჩვენი სამხედროების 90% აპოლიტიკურია, ხოლო თუ 0,1%–ია აგაჟირებული, მათ სათანადო ადგილს მივუჩენთ. კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, და ჩვენ ზედმეტი ჩარევა არ დაგვჭირდება“,– განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში.
მან სამწუხარო და სამარცხვინო უწოდა ყოფილი სამხედროების ვიდეომიმართვებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომლებშიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე იყო საუბარი.
მინისტრმა ახსენა გენერალი დევი ჭანკვეტაძეც:
„სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკურ განცხადებებს სამხედრო ფორმით აკეთებს ყოფილი გენერალი, ისიც დაკვეთით“.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნით გამოყენება 2012 წელს დასრულდა:
„არ ვართ იდალურები, მაგრამ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები განსხვავებულია“.