Accentnews.ge
მოსკოვმა ცხინვალს 2008 წლის ომის დროს გაქცეული მსჯავრდებული გადასცა

მოსკოვმა ცხინვალს 2008 წლის ომის დროს გაქცეული მსჯავრდებული გადასცა

12/06/2020 13:02:57 კონფლიქტები

მოსკოვმა ცხინვალში 12 წლის განმავლობაში ძებნილი მსჯავრდებულის, 54 წლის ლეონიდ ფილიევის ექსტრადირება განახორციელა.

2006 წელს ფილიევი თაღლითობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, თუმცა შემდგომ, ცხინვალის საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობისას იგი პროკურატურის გამომძიებელს დაესხა თავს და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ფილიევი გაასამართლეს და ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან გაქცევა მოახერხა.

"ჭურვი კოლონიის შენობას მოხვდა. მსჯავრდებულებმა გამოღწევა მოახერხეს. თუმცა ბევრმა მათგანმა მონაწილეობა მიიღო ქალაქის დაცვაში, ამიტომაც შემდგომში მათ სასჯელის ვადა შეუმცირეს., მით უფრო, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისინი ციხეში დაბრუნდნენ", - განუცხადა "Кавказ.Реалии"-ს წყარომ ოსურ დე ფაქტო შსს-ში.

გამოძიების მონაცემებით, ფილიევი რუსეთში გაიქცა, სადაც სამართალდამცველ ორგანოებს ამ დრომდე ემალებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S