Accentnews.ge
სასამართლომ ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნო

12/06/2020 13:14:21 სამართალი

რუსთავის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ ცნო გენერალ სამსონ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეში, თუმცა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულის დამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა შეცვლილი ჩვენებები და ხელოვნურად გაჩენილი მოწმეები, თუმცა ამ პირობებშიც კი დამაჯერებელი,. ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები არ არსებობდა“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

გადამდგარი გენერლის სამსონ ქუთათელაძის, ცხედარი რუსთავის "სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციის შენობაში 2018 წლის 15 იანვარს იპოვეს. გენერალი ბაზრის დირექტორი და მისი მსხვილი მეწილე იყო.

17 იანვარს დააკავეს გიორგი ჭანტურია, რომელიც "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე რამდენიმე კომერციულ ფართს ფლობს. ის მალევე გამოუშვეს. ჭანტურია 2018 წლის 8 აგვისტოს მეორედ დააკავეს და ბრალი წაუყენეს სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით. 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის კვლავ გაათავისუფლეს ისე, რომ ბრალი არ მოუხსნიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S