Accentnews.ge
ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა: „არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიგულიახმია“

ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა: „არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიგულიახმია“

12/06/2020 13:36:44 პოლიტიკა, თავდაცვა

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი ერთ–ერთი განცხადების განმარტება სთხოვა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების სხვა ქვეყნებისთვის მიყიდვას ეხებოდა.

„სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაზე ბრძანეთ, „იმდენი კონფლიქტია ჩვენს ირგვლივ, იქნებ გავყიდოთო“. რომელ კონფლიქტს გულისხმობდით და რომელი მხარისთვის მიყიდვას?“,– იკითხა გოგიჩაიშვილმა.

პასუხად ღარიბაშვილმა განმარტა, რომ რომ წამყვანი ქვეყნები წარმოებას ყიდიან ყველა იმ ქვეყანაზე, რომელთაც შესაბამისი ფინანსური რესურსი აქვთ.

„ჩემსავე გამოსვლაში ვთქვი, რომ უამრავი სახელმწიფო ინტერესს გამოხატავს თავდაცვის მიზნებიდან გამომდიარე შეძენასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიგულიახმია, ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენ ნატო–ს ოფიციალურ მისიებში ვმონაწიეობთ: ესაა ავღანეთი, მანამდე იყო ერაყი და კოსოვო. სხვა დანარჩენი, კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა...ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალტექნილოგიური საწარმოები და უშვებენ თვითმფრინავებს, ყიდიან ყველა ქვეყანაზე, ვისაც ამის ფინანსური სშუალება და სურვილი აქვს. ჩვენ, ერთადერთი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც დარჩა, შეგვიძლია, ავამუშაოთ. მეტიც, შეგვიძლია, გავზარდოთ ახალგაზრდა თაობა. ვფიქრობ, ამაით ყველაგერი ნათელია და ამის მიღმა სხვა არაფერი მიგულისხმია“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S