Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტრო თანახმა, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ჯარი გადაუვადდეთ

თავდაცვის სამინისტრო თანახმა, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ჯარი გადაუვადდეთ

12/06/2020 13:41:20 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უწყება მზადაა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ჯარში გაწვევა გადაუვადდეთ. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფარგლებშია მისული.

"ჩვენი უწყება დაეთანხმა განათლების სამინისტროს ამ მომართვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ეს [გადავადება] შეეხოს პროფესიულ სასწავლებელსაც", - განაცხადა მან.

ამ საკითხზე მას კითხვა უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ დაუსვა. მოქმედი კანონმდებლობით, სწავლის პროცესის დროს სამხედრო სავალდებულო სამსახური უმაღლესი სასწავლებლებისა და სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებს უვადდებათ.

ღარიბაშვილთან ახლა დეპუტატები კითხვებს აზუსტებენ. კითხვა პასუხის რეჟიმი, დაახლოებით, 3 საათია მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S