
"ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები"
12/06/2020 13:42:06 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
"ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან და ეს ხართ თქვენ", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ თანამოქალაქეებს.
"ამ ქვეყანას ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა სჭირდება, ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები, ყველგან - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან აბსოლუტურად და ეს ხართ თქვენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ აქ, რომ ის გამოცდილება, რაც მიიღეს იქ, მოახმარონ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა”, - მიმართა გახარიამ უცხოეთიდან ახალი კორონავირუსის გამო სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სტუდენტებს.