Accentnews.ge
"როცა „აირზენა“ საყვედურს იმსახურებდა, ვუთხარით. ახლა მადლობა ეკუთვნის და უნდა გადავუხადოთ"

"როცა „აირზენა“ საყვედურს იმსახურებდა, ვუთხარით. ახლა მადლობა ეკუთვნის და უნდა გადავუხადოთ"

12/06/2020 13:47:56 საშინაო პოლიტიკა

"როცა საყვედურია სათქმელი, ესეც შეგვიძლია, და როდესაც მადლობის თქმაა საჭირო, ამასაც ვამბობთ. როცა ავიაკომპანია საყვედურს იმსახურებდა, ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და უნდა გადავუხადოთ მადლობა „აირზენას“ ამ ეფექტური თანამშრომლობისთვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხვდებიან.

„როცა საყვედურია სათქმელი, ესეც შეგვიძლია, და როდესაც მადლობის თქმაა საჭირო, ამასაც ვამბობთ. როცა ავიაკომპანია საყვედურს იმსახურებდა, ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და უნდა გადავუხადოთ მადლობა „აირზენას“ ამ ეფექტური თანამშრომლობისთვის. 12 ათასზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არაა მარტივი საქმე, განსაკუთრებით მიმდინარე კრიზისის დროს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აშშ-დან ახალგაზრდების დაბრუნება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთობლივი სპეციალური ღონისძიება აშშ-ის მთავრობასთან ერთად, მეზობლებსაც დავეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს ჩვენც, როდის დავაბრუნებთ ამ ახალგაზრდებს უკან, რათა კარგი განათლება მიიღონ და დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ.

სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პრევენციული ნაბიჯები გადადგა და ეპიდაფექთქების საწყის ეტაპზე უცხოეთში მყოფი მოქალაქეები პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან გამოიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S