Accentnews.ge
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ვანსა და სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ვანსა და სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

12/06/2020 14:27:34 საზოგადოება, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S