
"თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ მართლა ანტიქრისტეებს"
15/06/2019 20:10:07 ციტატა
„რასაკვირველია, რუსეთი – ФСБ, КГБ, რომელმაც ინსტრუმენტად აქცია, ნაწილობრივ, ეკლესიაც, იყენებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არის რეალობა, აგვირიოს ქვეყანა და ამისთვის ჰყავს ასეთი ინსტრუმენტები, პოპულისტები, დემაგოგები, რომლებიც ძალიან სახიფათოდ ეთამაშებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ. არ უნდა მოტყუვდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდება”
განაცხადა “რუსთავი 2"-ის ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.