
რა დაუჯდება "Georgian Airways"–ის მგზავრებს ბათუმიდან თბილისში ჩაფრენა
12/06/2020 14:32:26 რეგიონები, ეკონომიკა
ავიაკომპანია "Georgian Airways" 13 ივნისს ბათუმი-თბილისის შიდა ავიარეისის შესრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ბათუმელებს დედაქალაქში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.
„ბათუმელებო! გსურთ დატკბეთ დედაქალაქის ატმოსფეროთი და ღამის ცხოვრებით? ჩამოდით თბილისში, ჩვენი პირდაპირი რეისით, 13 ივნისს. ერთი გზა: ბათუმი-თბილისი - 55 ევრო + აეროპორტის მოსაკრებელი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი გაყიდვების ოფისებსა და ვებ საიტზე!”, - ნათქვამია ავიკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.