Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19 რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა

აფხაზეთში COVID-19 რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა

12/06/2020 17:26:26 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევათა როდენობა 37-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 23 მოქალაქეს ჩაუტარდა და ერთის – რუსეთიდან დაბრუნებული და სავალდებულო კარანტინში მყოფი კურსანტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

შტაბის ცნობით, ინფიცირებულს უახლოეს საათებში გუდაუთის სტაციონარში გადაიყვანენ.

სულ ოკუპირებულ რეგიონში დღემდე ინფიცირების 36 შემთხვევა იყო აღრიცხული. მათგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S