Accentnews.ge
ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

14/06/2020 06:04:55 სამართალი, რეკლამა

ლიბერთი ბანკი ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"აქცენტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთიბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

გუშინ, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო ლიბერთი ბანკის ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას.

რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკსგააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნულიფაქტის მყისიერად დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს"- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S