
მედია – იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
14/06/2020 09:22:14 სამართალი
იტალიაში, მაგლიანას დასახლებაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – იუწყება ადგილობრივი მედია.
მისივე ცნობით, დაკავებულია 35 წლის მამაკაცი. იგი ერთ-ერთი სახლის ძარცვის მომენტში გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, მამაკაცი ბინების ქურდობის გამო იძებნებოდა.