Accentnews.ge
"Colliers International Georgia"-ს ხელმძღვანელი: "საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები საშუალოდ 15-20%-მდე დაეცემა"

"Colliers International Georgia"-ს ხელმძღვანელი: "საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები საშუალოდ 15-20%-მდე დაეცემა"

14/06/2020 09:30:47 ეკონომიკა

"Colliers International Georgia"-ს ხელმძღვანელის ირაკლი კილაურიძის განცხადებით, საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები საშუალოდ 15-20%-მდე დაეცემა. მისივე პროგნოზით, სექტორში დაიკლებს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქებით, ფინანსური ინექციებით და საბანკო რეგლაციების გამარტივებით სექტორს გადარჩენის შანსი ექნება.

„ინვესტიციების კლება მსოფლიოშია და ცხადია გამონაკლისი ჩვენც ვერ ვიქნებით. მოკლე ვადაში რთულია ანალიზის გაკეთება, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ შემცირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უძრავ ქონებას ძალიან საინტერესო შესაძლებლობა აქვს. არის მოლოდინი, რომ კრიზისიდან გამოვლენ გამარჯვებული ქვეყნები თუ პროცესებს სწორად წარვმართავთ. ამ სიაში მოვხვედრის შანსი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბორბალი არ გაჩერდეს და ამისთვის ფინანსური ინექციების გაკეთება უმნიშვნელოვანესია. თუ გაჩერდა, მერე ამის ამუშავება უფრო ძვირი დაგვიჯდება. ცხადია დეველოპერს არ უნდა ფასი დააკლოს, მაგრამ ამას ბაზარი განსაზღვრავს და მოლოდინიც არის გაიაფების. შემცირდება ბრუნვის მოცულობა, დაეცემა ფასები, შეიძლება დრამატულად არა და დროში გაიწელოს, მაგრამ ეს ბუნებრივად მოხდება. რთულია ზუსტი მონაცემის თქმა, მაგრამ საშუალოდ ალბათ, 15-20% იქნება. დეველოპერებს, ვისაც ველაპარაკები ყველა აპირებს, რომ საინტერესო საფასო პოლიტიკა განსაზღვროს, რათა მოიზიდოს ინვესტორიც და მომხმარებელიც. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ლიკვიდურობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბანკებმა გაგარძელონ ფინანსირება, რომ მშენებლებმა ბოლომდე მიიყვანონ პროექტები. ეს ნდობას გაზრდის. რა ეფექტი ექნება და საკმარისია თუ არა სუბსიდირება ეს სხვა თემაა, თუმცა ვფიქრობ, რომ მიმართულება სწორია, რომ ბაზარზე გაგრძელდეს ინვესტირება“, - განაცხადა „საქმიანი იდლის“ ეთერში კილაურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S