Accentnews.ge
ნათელაშვილი – სააკაშვილის ინიციატივაზე: "საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი"

ნათელაშვილი – სააკაშვილის ინიციატივაზე: "საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი"

14/06/2020 10:16:38 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი არ იზიარებს იდეას საარჩევნოდ საერთო სიის შექმნასთან დაკავშირებით და თვლის, რომ შეთავაზება ნგრევის საფუძველი იქნება.

"მინდა გამოვეხმაურო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას. საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვვილმა ქართულ ოპოზიციას ახალი ინიციატივა უკრაინიდან შესთავაზა და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა. იდეას მხარს არ უჭერენ "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკური პარტია", "ლელო", "ერთიანი საქართველო" და "გირჩი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S