Accentnews.ge
5 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 16.2%–ით, ხოლო იმპორტი 17%–ით შემცირდა

5 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 16.2%–ით, ხოლო იმპორტი 17%–ით შემცირდა

15/06/2020 07:19:20 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 5 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან საქონლის ექსპორტი 16.2 პროცენტით, იმპორტი კი 17 პროცენტით შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით თანახმად, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 235.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S