Accentnews.ge
საქსტატი – I კვარტალში შიდა ტურისტული ვიზიტები 8.6 %-ით შემცირდა

საქსტატი – I კვარტალში შიდა ტურისტული ვიზიტები 8.6 %-ით შემცირდა

15/06/2020 08:05:24 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.0 მლნ ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 3.4%-ით, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.4%-ით ნაკლებია. (2019 წლის იანვარ-მარტში 918.4 ათასი ვიზიტორმა 1.1 მლნ ვიზიტი შეასრულა)

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. დანარჩენი 609.4 ვიზიტი იყო ექსკურსიული ტიპის.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, რომლებმაც 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის შიგნით განახორციელეს ვიზიტები:

• 15-20 ასაკის ვიზიტორების რაოდენობამ 23.3% შეადგინა;

• 31-50 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 37.7% იყო;

• 51-70 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 33.2%;

• 71+ ასაკობრივი კატეგორიამ 5.9% შეაგინა.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.9%-ს შეადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S