Accentnews.ge
16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იკრძალება

16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იკრძალება

15/06/2020 10:16:46 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S