Accentnews.ge
რუსეთმა ამერიკელ პოლ უილანს ჯაშუშობის ბრალდებით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთმა ამერიკელ პოლ უილანს ჯაშუშობის ბრალდებით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

15/06/2020 14:21:52 სამართალი, მსოფლიო

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ პოლ უილანს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

თავად უილანმა განაჩენს “პოლიტიკური” უწოდა, განაცხადა, რომ მას აუცილებლად გაასაჩვრებს და რეაგირების თხოვნით მიმართა აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის ლიდერებს, როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქემ.

ბრალდების მხარე უილანისთვის 18-წლიან პატიმრობას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი – მისი, როგორც უდანაშაულო ადამიანის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას.

უილანი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მისგან ამოღებულ ფლეშ-კარტაზე ინახებოდა მონაცემები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა. თავის მხრივ, უილანი ამას კატეგორულად უარყოფს, მისი ნათესავები კი აცხადებენ, რომ ამერიკელი რუსეთში საერთოდაც ქორწილში მიწვევით ჩავიდა.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მან მოსამართლეს იმის მტკიცებულებები წარუდგინა, რომ "საქმეში არსებობს დანაშაულის პროვოცირების ნიშნები იმ პირის მხრიდან, რომლისგანაც მოდიოდა მთელი ინიციატივა”.

აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა, რომ უილანი უდანაშაულოა და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S