
სომხეთში კოვიდ-ეპიდემიასთან საბრძოლველად ფრანგი ექიმები ჩავიდნენ
15/06/2020 14:50:43 კავკასია
ფრანგიექიმები, რომლებიც სომხეთში კოვიდ-ეპიდემიასთან საბრძოლველად ჩავიდნენ, სამ საავადმყოფოში მუშაობას უკვე შეუდგნენ. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
«მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს მათი ვიზიტის ორგანიზებისთვის. მათი მუშაობა მართლაც ძალიან სასარგებლო იქნება», - დაწერა ტოროსიანმა სოციალურ ქსელ “Facebook”-ში.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩავლენ იმავე მიზნით სომხეთში ექსპერტები და მედიკოსები ლიეტუვადან.
მანადე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, სომხეთში კოვიდ-ეპიდემიასთან საბრძოლველად მედიკოსები მიავლინოს. მოქმედების კოორდინაციის საკითხები საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებმა, ასევე ორი ქვეყნის ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმაც განიხილეს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კოვიდ-ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 16 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 62. სულ ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების დროიდან 17064 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 285 მოქალაქე. კიდევ 94 კოვიდ-ინფიცირებული სხვა მიზეზით დაიღუპა.