
"მთავარი არხი": "თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა"
15/06/2020 15:45:00 სამართალი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი ქავთარაძეზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოკოვის მიერ ნაქირავები ბინიდან ნარკორიკული საშუალებები და იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც ცნობილია, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში ოთხი თვის წინ ჩამოვიდა.