Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა აღირიცხა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა აღირიცხა

15/06/2020 15:58:55 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 32 ტესტირება ჩატარდა და ერთ შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია. უახლოეს საათებში მას გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანენ.

დღესვე კლინიკიდან 8 პაციენტი გაეწერა.

სულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 38 შემთხვევაა აღრიცხული. 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S