Accentnews.ge
გაბუნია: „ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა“

გაბუნია: „ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა“

15/06/2020 19:22:38 სამართალი

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მის მიმართ თვალთვალის პროცესი დაცვამ შეამჩნია.

„მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ [ლიკვიდაციის გეგმის], მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა.

დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთერბით მას შემდგ, რაც კადიროვს [ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი] არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა - განაცხადა გაბუნიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

ცნობისთვის: რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი თბილისში 12 ივნისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციიდ, დაკავების რეალური საფუძველი შეკვეთილი მკვლელობა გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მკვლელობის შეკვეთაზე გამოძიება მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმაზე. გვარამიას ინფორმაციით, შეკვეთის ავტორი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S