
კერესელიძე: "ხანძარი დიდ ფართობზეა გავრცელებული"
15/06/2020 19:41:24 სამართალი
თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა.
ვარკეთილში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. ადგილზე 25 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
როგორც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა, დამატებით ჯგუფები მობილიზებულია რუსთავიდან და წყნეთიდან.
მისი თქმით, ხანძარი დიდ ფართობზე, დაახლოებით, 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული, თუმცა მისი საცხოვრებელ კორპუსზე და ბინზინგასამართ სადგურზე გადადების საფრთხე არ არსებობს.
კერესელიძის განცხადებით, დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.