Accentnews.ge
ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

15/06/2020 20:10:16 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

მისვე თქმით, 1000 კვ.მ. ფართობია დამწვარი და ამ დროისთვის, ხანძრის კიდევ გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მოვაჭრეები არიან შეკრებილი და საკუთარი საქონლის გადარჩენა სურთ, თუმცა მათ გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.

ცნობისთვის: ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 25 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ხანძართან ახლოს მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი და ბენზინგასამართი სადგული. ამ დროისთვის მოსახლეობა ევაკუირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S