Accentnews.ge
„გვარამიამ არ შეასრულა მთავარი – არც კი გააფრთხილა გაბუნია სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო"

„გვარამიამ არ შეასრულა მთავარი – არც კი გააფრთხილა გაბუნია სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო"

16/06/2020 08:25:02 სამართალი

"სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა - გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე - გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან არ თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი, არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია":

"რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბრiფინგის, გაბუნიას კომენტარის და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა - გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე - გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხდეთ, ვის როგორ შედეგით სურდა, ეს ისტორია რომ დასრულებულიყო. პ.ს. რომ შევაჯამოთ - უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S