Accentnews.ge
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ახალი შენობა გაიხსნა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ახალი შენობა გაიხსნა

16/06/2020 08:24:20 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. შსს–ს ცნობით, შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტეფნაძე დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, დღეიდან, მოქალაქეები იარაღის რეგისტრაციასა და სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ სერვისებს ახალ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. კერძოდ, აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე, დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამშრომლებს გაესაუბრა და ახალ შენობაში სამუშაო პროცესს გაეცნო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელების დროს სრულად იცავს მთავრობის უწყებათშორისი კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S