Accentnews.ge
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა

16/06/2020 12:01:56 რეგიონები

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა: ადგილობრივები კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიას" სოფელში ერთ-ერთი კერძო პირის მიწის ნაკვეთის უკანონო შეძენაში ადანაშაულებენ და მწყობრიდან გამოსული საყრდენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების შეცვლასაც ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ელექტრო ბოძები იმდენად დაზიანებულია, რომ დენის გადატანის საფრთხე არსებობს.

„გადამცემ სადგურს, რომელსაც ვითომ რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, კერძო პირის ეზოში დგას. საყრდენები წაქცევაზეა, ელექტროგადამცემი ხაზები ძაფებითაა მიბმული. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ, თან დენი არ გვაქვს. ამ წუთშიც ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი.

კომპანია "ენერგო პროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი ადასტურებს, რომ სოფელ ჯოყოლოში პრობლემა ნამდვილად არსებობს და ირწმუნება, რომ რეაბილიტაციის პროექტზე კომპანია მუშაობს.

რაც შეეხება, კერძო პირის ტერიტორიის არასწორ შესყიდვას, დვალიშვილის თქმით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან შესყიდვა წინა წლებში, კახეთის ენერგო-დისტრიბუციის პირობებში განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S